სასტიკი მკვლელობა კაბალში - მწყემსს სავარაუდოდ თავი და კიდურები მოჭრილი აქვს
ახალი დეტალები სოფელ კაბალში მომხდარი მკვლელობის შესახებ - ირკვევა, რომ ახალგაზრდა მურთაზ როსტომოვს, რომლის ცხედარიც სასაფლაოზე იპოვეს, თავი და კიდურები სავარაუდოდ მოკვეთილი აქვს.
მოკლული მწყემსია. ირკვევა, რომ 39 კაცი 4 თვის წინ გაუჩინარდა, ოჯახი ამბობს, რომ იყვნენ პოლიციაშიც, თუმცა გომელაურის უწყებას რეაგირება არ მოუხდენია.
რამდენიმე დღის წინ, კი კაბალში შემთხვევის ადგილზე ტელეფონი და პირადობის მოწმობა იპოვეს, ადგილზე ჩასულ მამას კი საზარელი სურათი დახვდა.
დანაშაულის ადგილი უკვე შეისწავლეს ექსპერტ კრიმინალისტებმა.