რა გადაწყვეტილებები მიიღო დღეს საკოორდინაციო საბჭომ – ნახეთ სრულად
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელა.
საჭოს გადაწყვეტილებით:
13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
როგროც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, სხვა დანარჩენი შეზღუდვა ჯერჯერობით ძალაში რჩება.
შეზღუდული იქნება სპორტულ შეჯიბრებებზე ხალხის დასწრებაც.
„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესახებ. შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე. ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72 საათიანი PCR ტესტი ან 24 საათის მანძილზე მოქმედი ანტიგენის ტესტი“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო, ვაქცინირებული ადამიანების წახალისებას ეხება, კერძოდ:
ორშაბათიდან ვაქცინირებული პირებისთვის ლატარია დაიწყება.
რაც შეეხება სკოლების აღდგენას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ტენდენცია საიმედოა.
„ზოგოერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებული 60%-ია და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კარგ პირობას შექმნის, იმისთვის, რომ 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახში განახლდეს სწავლა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
წყარო:pt