თეგებით ძიება
08. 09. 2021 COVID - 19

„პედაგოგების ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მომხრეა, რომ სამედიცინო პერსონალში და პედაგოგ მასწავლებლებში სავალდებულო ვაქცინაცია იყოს.

„პირადად მე მხარს ვუჭერ, რომ ჩემს კოლეგებში ანუ სამედიცინო პერსონალში, ასევე პედაგოგ მასწავლებლებში სავალდებულო ვაქცინაცია იყოს, რადგან ექიმებს საქმე გვაქვს მოსახლეობასთან, მათ ჯანმრთელობასთან და პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული და ამავე დროს მაგალითი მივცეთ სხვებს. მეორე ის რომ მასწავლებლები მუშაობენ ჩვენს მომავალ თაობებთან. უსაფრთხო უნდა იყოს სკოლა, უსაფრთხო უნდა იყოს უნივერსიტეტები“, - განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა