“ბავშვის სანახავად იყვნენ ნათესავები, ასე დაინფიცირდა” – 15 დღის ჩვილი კოვიდ-19-ით კლინიკაში მოათავსეს
თბილისში ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 დღის ჩვილი მოათავსეს. ინფორმაცია “მთავარი არხის”-ს კლინიკის დირექტრმა დაუდასტურა, როგორც ირკვევა ნათევასები სანახავად, როცა მოვიდნენ ბავშვი მაშინ დაიფირდა.
მაია ჩხაიძის თქმით, ჩვილი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ სახლიდან გადაიყვაენეს. ინფიცირებულები არიან ბავშვის ოჯახის წევრები.
ექიმის თქმით, ჩვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.
ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე “ინტერპრესნიუსთან” ამბობს:
“ბავშვის სანახავად იყვნენ ნათესავები, იქიდან მოხდა დაინფიცირება. ბავშვი ამჟამად არ არის მძიმე, უბრალოდ, ძალიან პატარა არის, 15 დღის, რეანიმაციის განყოფილებაში დაკვირვების და მონიტორინგის ქვეშ არის“.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 50 ადამიანი.