„ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ და თუ შესაძლებელია, დავურიგოთ ადამიანებს პირბადე" - გამყრელიძის ინიციატივა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოდის ინიციატივით, რომ მოქალაქეებს რომელსაც პირბადე არ ეკეთებათ, ჯარიმინის ნაცვლად პირდბადეები გადაეცეთ.
„ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ და თუ შესაძლებელია, დავურიგოთ ადამიანებს პირბადე. მოვუწოდოთ, მივაწოდოთ პირბადე ტრანსპორტში და ვუთხრათ, იმგზავრე პირბადით. თუ დავიცავთ ამ წესებს, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებია“, – აღნიშნა „დღის კურიერში“ ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 50 ადამიანი.