კოვიდსასტუმროს ეზოში ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა
9 სექტემბერს, ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს კოვიდ სასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა, სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.
მათივე ცნობით, მამაკაცს ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით, დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე განცხადებას გააკეთებს.