თეგებით ძიება
10. 09. 2021 COVID - 19

მეხუთე ტალღა გამორიცხული არ არის, მაგრამ - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურის დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით თუ პედაგოგები აცრილები არ იქნებიან, რეარურად, ეს გამოიწვევს მეხუთე ტალღის გაჩენას.

"რიცხვები მეტყველებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურდება.

მეხუთე ტალღა გამორიცხული არ არის, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ამ სიტუაციას უნდა დავხვდეთ ვაქცინირებული.

სასწავლო პროცესში ჩართული პირები, როგორც მოსწავლეები, სტუდენტები, ასევე პედაგოგები უნდა იყვნენ ვაქცინირებულები. თუ პედაგოგები აცრილები არ იქნებიან, ეს გამოიწვევს ზუსტად მეხუთე ტალღის რეალურ გაჩენას", - განაცხადა დევი ტაბიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა,გარდაიცვალა 54 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა