როგორ შეიძლება მიმდინარეობდეს "მიუ" შტამი ბავშვებში - თემურ მიქელაძის განმარტება
"მიუ" ახალი შტამია და ჯერჯერობით დაკვირვების ქვეშაა, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მოზარდებში ის განსაკუთრებული სიმძიმით არ უნდა მიმდინარეობდეს, განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.
"მიუ" შტამზე ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჯანმომ გამოაცხადა როგორც დაკვირვებადი შტამი. იმისთვის, რომ მე-5 და შემდგომი შტამები ავიცილოთ თავიდან, უნდა დავიცვათ მაქსიმალურად რისკ ჯგუფის მოსახლეობა და სწორედ მათ უნდა ავარიდოთ ნებისმიერი შტამი.
მე არა მგონია, რომ "მიუ" განსაკუთრებული სიმძიმით მიმდინარეობდეს ბავშვებში, იმიტომ რომ ასეთი მონაცემები მე რაც გადავხედე, ჯერჯერობით არ შემხვედრია," - განაცხადა თეიმურაზ მიქელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი.