თეგებით ძიება
10. 09. 2021 COVID - 19

„მიუ“ შტამი ჯერჯერობით რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს" - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კორონავირუსის „მიუ“ შტამის შესახებ საუბრობს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ „მიუ“ შტამს როგორც ინტერესის საგანს აფასებს და არა როგორც განგაშის. დელტა შტამი მაინც მთავარი წუხილის საბაბი რჩება. „მიუ“ შტამთან დაკავშირებით ჯერჯერობით ბევრი ქვეყანა დაკვირვების პროცესშია.

ჩვენთან არ დაფიქსირებულა ჯერჯერობით ასეთი შემთხვევა. რაიმე განსაკუთრებულ აგრესიულობას ამ ახალ ვარიაციას ვერ მიაწერენ, თუმცა უნდა დაველოდოთ რა იქნება მსოფლიო გამოცდილება და ამის მიხედვით შესაბამის ზომებს მივიღებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა