ციციშვილში 110 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს
თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამ დროისთვის 110 პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია. კლინიკაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და ექიმები მისი პარამეტრების დასტაბილურებასა და მართვითი სუნთქვის რეჟიმიდან გამოყვანას ცდილობენ.
22 პაციენტიდან ეს არის ყველაზე მძიმე. არიან კიდევ ბავშვთა ცერებრული დამბლით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. ერთი ჟანგბადდამოკიდებულია, ისიც მართვით სუნთქვაზე იყო და მოხსნილია უკვე. გვყავს ახალშობილები უკვე 18 დღის და 17 დღის. ამ წუთში 110 ბავშვია. შემოსვლა შემცირებულია, თითქმის განახევრებულია. ავადობა არის ზოგადად ბავშვებსა და მოზარდებში დელტა შტამის ცირკულირების შედეგად გაზრდილი. ",- ამბობს მაია ჩხეიძე ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 57 ადამიანი.