კოვიდინფიცირებული მიტროპოლიტ სერგის მდგომარეობა დამძიმდა
მიტროპოლიტ სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, - ამის შესახებ ინფორმაციას "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით ბოჭორიშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დაინტუბირებულია (იმყოფება მართვით სუნთქვაზე).
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 289 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 579,031 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 8,146 ადამიანი გარდაიცვალა.