თეგებით ძიება

საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პროკურატურაში პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით, სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი (აპლიკაცია) უნდა გამოგზავნონ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით.

სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს.

სტაჟიორთა კონკურსი ჩატარდება ოთხ ეტაპად. პირველი – შემოსული განაცხადების (აპლიკაციების) გადარჩევა, მეორე და მესამე ეტაპი ჩატარდება ტესტირების ფორმით, რომელთა წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

წარმატებული სტაჟიორობის კანდიდატები, შესაბამისი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, გაივლიან ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს პროკურატურაში – დაინიშნებიან სტაჟიორად საპროკურორო უფლებამოსილებით ან სტაჟიორად პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით.

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება ანაზღაურებადია და სტაჟიორების ხელფასი 960 ლარის ოდენობით იქნება განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, საქართველოს პროკურატურაში პროკურორებისა და გამომძიებლების 50%-ზე მეტი სწორედ სტაჟირების გზით არის დასაქმებული, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა