თეგებით ძიება

მტკივნეული სანახავია, მორალის ქადაგების ფონზე, ზელენსკი, ეჯახება საკითხებს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი ერის გადარჩენისთვის - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „იქსზე" უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმაურება, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკული იარაღის მიწოდების პროცესში, გაჩენილ კორუფციის ნიშნებზე საუბრობს.

„მტკივნეული სანახავია, მორალის ქადაგების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც დასავლეთი ევროპის დამცველად მიიჩნევს, ეჯახება საკითხებს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი ერის გადარჩენისთვის", - წერს შალვა პაპუაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორუფციის საკითხზე ისაუბრა ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში.

„როდესაც შეერთებულმა შტატებმა ჩვენთვის იარაღის გადმოცემა დაიწყო, ეს ამერიკული ფულით ხდებოდა. ამერიკა ფულს ამერიკული იარაღისთვის გვაძლევდა. მე ამერიკულ მხარეს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა გამოგვეყენებინა ჩვენი თვითმფრინავები, ტრანსფერისთვის, ამერიკული კომპანიებისთვის ბევრის გადახდა არ მოგვიწევდა. ეს შესაძლებლობა არ მომცეს. ჩემი თვითმფრინავები ადგილზე დარჩა და ამერიკულმა სატვირთო თვითმფრინავებმა ჩამოიტანეს შეიარაღება. ჩვენ შეგვეძლო მეტი იარაღის მიღება, მაგრამ ამისთვის ძალიან ძვირის გადახდა მოგვიწევდა.

ჩემი შეკითხვაა, ეს კორუფციაა თუ არა? თუ ლობიზმი? რა არის ეს? თუმცა ამის შესახებ ღია ვერ ვიქნები და ამაზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ. არ მინდა, ამით სკანდალი გამოვიწვიო. ამიტომ, როდესაც კორუფციაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიკითხოთ, ვინ არის ამაში ჩართული. თუ 177 გვაქვს და ნახევარი მივიღეთ, სად წავიდა ნახევარი. თუ მეორე ნახევარს იპოვით, იპოვით კორუფციასაც", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა