თეგებით ძიება
08. 01. 2025 ვიდეო

Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამაში ცვლილებებს თავდაპირველად აშშ-ის ტერიტორიაზე გაავრცელებს

კომპანია META ე.წ. ფაქტჩექინგის (ფაქტების გადამოწმების) პროგრამას, საზოგადოების შენიშვნების  სისტემით ანაცვლებს - ისეთივე სისტემით, როგორიც პლატფორმა X-ზეა - ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"დროა დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს თავისუფალი გამოხატვის კუთხით. ჩვენ ვცვლით ფაქტების შემმოწმებლებს საზოგადოების შენიშვნებით, ვამარტივებთ ჩვენს პოლიტიკას და ვფოკუსირდებით შეცდომების შემცირებაზე." ამბობს ცუკერბერგი.

ცვლილებები თავდაპირველად, მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე გავრცელდება.

 "ფაქტ-ჩექერები" პოლიტიკურად ძალიან მიკერძოებულები იყვნენ და უფრო მეტი ნდობა გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს. ის, რაც დაიწყო როგორც უფრო ინკლუზიურად ყოფნის მოძრაობა, სულ უფრო მეტად გამოიყენებოდა მოსაზრებების ჩასახშობად და განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების გასაჩუმებლად და ეს ზედმეტად შორს წავიდა", - ამბობს ცუკერბერგი.

მისივე თქმით, Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე სამოქალაქო და პოლიტიკური ხასიათის პოსტებს კვლავ წინ წამოწევენ.

ფაქტების გადამოწმების სისტემა 2016 წელს ამოქმედდა და სოციალურ ქსელებში განთავსებული კონტენტის სამართავად და პლატფორმებზე დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ გამოიყენებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა