თეგებით ძიება

ავთანდილ ხურციძე თავისუფალია

აშშ-ში პატიმრობაში მყოფი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე გაათავისუფლეს. ინფორმაცია სპორტსმენის სპორტსმენის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

"პირველი ეტაპი გადალახულია! ავთანდილმა საპატიმრო დატოვა! გილოცავთ!" - წერენ სოციალურ ქსელში.



ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

საქმეზე ხურციძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა