თეგებით ძიება
08. 01. 2025 მსოფლიო

"უკეთესია ბელარუსის მსგავსი დიქტატურა, ვიდრე უკრაინის მსგავსი დემოკრატია" - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

"ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ბე­ლა­რუს­ში მშვი­დო­ბა შე­ნარ­ჩუნ­დეს. ჩვენ­თვის მთა­ვა­რია მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. არ იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა - არა­ფე­რი გჭირ­დე­ბა“, - ცი­ტი­რებს ლუ­კა­შენ­კოს სა­ა­გენ­ტო "ბელ­ტა“.

ამას­თან, ბე­ლა­რუ­სის ლი­დე­რი და­სავ­ლე­ლი ოპო­ნენ­ტე­ბის კრი­ტი­კას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "უკე­თე­სია ბე­ლა­რუ­სის მსგავ­სი დიქ­ტა­ტუ­რა, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნის მსგავ­სი დე­მოკ­რა­ტია“.

მისი თქმით, მო­მა­ვა­ლი წელი რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ შეძ­ლე­ბენ ყვე­ლა სირ­თუ­ლი­სა და გა­მოწ­ვე­ვის დაძ­ლე­ვას.

"2025 წელი რთუ­ლი იქ­ნე­ბა და არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჩვენ­ზე და რუ­სეთ­ზე და­ი­წყეს ზე­წო­ლა და ყვე­ლა მხრი­დან დახ­რჩო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ლუ­კა­შენ­კომ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა