თეგებით ძიება

უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება აღარ განხორციელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადაცია აღარ მოხდება.

მისი ადვოკატის განმარტებით, ქარდავა გაერომ საერთაშორისო პროტექციას დაუქვემდებარა და უკრაინას მისი ექსტრადირება აუკრძალა.

უკრაინაში მეგის ქარდავა რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ის საექსტრადაციო პატიმრობაში ჰყავდათ.

შეგახსენებთ, მეგის ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა