თეგებით ძიება
19. 09. 2021 COVID - 19

60%-ის კოვიდვაქცინაცია მინიმუმია, რაც ქვეყანამ სამიზნედ უნდა გაიხადოს​ - ივანე ჩხაიძე

60%-ის კოვიდვაქცინაცია მინიმუმია, რაც ქვეყანამ სამიზნედ უნდა გაიხადოს​, - ამის შესახებ განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, მ.იაშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ "რუსთავი2"-თან საუბარში.

"60% მინიმუმია, რაც ქვეყანამ სამიზნედ უნდა გაიხადოს. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ აგვისტოდან დაწყებული საქართველოში დომინირებს დელტა შტამი, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების გაცილებით მეტი ციფრი გვჭირდება. ამ შემთხვევაში 60-დან 80%-მდე ჩვენ შეიძლება ისეთივე ციფრი მივიღოთ როგორც თუნდაც დანიაშია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, სრულად მოხსნა რეგულაციები, რადგანაც ამ ქვეყნის მოსახლეობის 80% იყო ვაქცინირებული,"- აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ცნობისთვის, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აცრების ყოველდღიური რაოდენობა შემცირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 646 441 აცრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა