"ემოციას გაუფრთხილდით...ამღამინდელი სიზმრები მნიშვნელოვანია" - ასტროლოგი სავსემთვარეობასთან დაკავშირებით გვაფრთხილებს
ასტროლოგი რამაზ გიგაური სავსემთვარაობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
"ამაღამ სავსემთვარეობა იქნება თევზებში (თბილისის დროით 3:55 საათზე).
ემოციური დღეა, ამიტომ ემოციას გაუფრთხილდით - თქვენსასაც და გარშემომყოფებისასაც.
შფოთვას, შიშს, „გული ცუდს მიგრძნობს“ - არა!
სიყვარულს, სიმშვიდეს, მედიტაციას, ლოცვას - კი!
მაინცა და მაინც ამაღამ, ძილის წინ ნუ მოგინდებათ ჰიჩკოკის ან რამე ასეთის ნახვა.
ამღამინდელი სიზმრები მნიშვნელოვანია.
სიმშვიდე თქვენს ასტრალურ სხეულსა და გულს!", - წერს რამაზ გიგაური ფეისბუქზე.