49 წლის კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
49 წლის კახაბერ ელისაშვილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. ამბობენ, რომ კაცი ქარელის "გორმედის" მედპერსონალის დაუდევრობას ემსხვერპლა.
კოვიდის დადასტურების შემდეგ კაცს ტემპერატურის მატება ჰქონდა, ის კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა და სტაციონარში 2 დღე მკურნალობდა. მოგვიანებით, 10 დღის განმავლობაში, რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
"გამწარებული დედა, რომელსაც შვილი მოუკლეს, ჯანღონით სავსე შვილი, ორი ობოლი დამიტოვეს, სკოლამდეც ვერ მიიყვანა შვილი მამამ. ეს იყო შალვა ბესტავაშვილის ბრალი, ზუსტად ვადებ ხელს... 5-მა კაცმა ვერ დავაკავეთო, ექიმი ამბობს, რომ მკრა ხელი გადამაგდოო, ბოლო 3 ნემსი დავარტყით და დავაძინეთო, ბოლომდე დამიძინეს შვილი, ვეღარ გამოვიდა მდგომარეობიდა", - ამბობს გარდაცვლილის დედა.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2470 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი.