22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. საყვარელი ადამიანის ახალ გასართობს მშვიდად შეხვდით. შეიძლება დამოკიდებულება შეგეცვალოთ გარშემო მყოფების მიმართაც.
კურო
მოურიდებლად გამოვლინეთ თქვენი ნიჭი. წარმატებებით მეგობრები გაახარეთ. იყავით წარმატებაზე ორიენტირებული და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მოშურნეების აზრს.
ტყუპი
ბოლო დროს თქვენი ცხოვრების ბურუსითაა გარემოცული და თავადაც უხერხულად გრძნობთ თავს. დღეიდან სიტუაცია განეიტრალდება და თქვენც შვებით ამოისუნთქავთ.
კირჩხიბი
თუ გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ, მეგობრებისა და ნაესავების დახმარების იმედი გქონდეთ. ისინი სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებიან.
ლომი
დილა რთული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას წვრილმანების გამო. გაგუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.
ქალწული – მოერიდეთ რთულ ადამიანებთან პარტნიორობას. კოლეგებთან ერთად შეთახმებულად იმოქმედეთ. დაძაბული დღის შემდეგ სიმშვიდე და გამოძინება მოგინდებათ.
სასწორი
ვერავისგან მიიღებთ იმ დახმარებას, რაც გჭირდებათ. უმჯობესია, საკუთარ თავს თავად უშველოთ. ნუ ჩაერთვებით ისეთ საქმეებში რაც არ გსიამოვნებთ.
მორიელი
დილა მსუბუქი საქმეების შესრულებსა დაუთმეთ; საღამო – რთულის. გვიანობამდე შრომა მოგიწევთ და შეიძლება საყვარელმა ადამიანმა უყურადღებობაში დაგადანაშაულოთ.
მშვილდოსანი
არაფერი რთული დღეს არ დაგეგმოთ. იყავით მშვიდი და გულისხმიერი ახლობლების მიმართ. გული მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გადაუშალეთ.
თხის რქა
დღეს იმაზე მეტ გამარჯვებას მიაღწევთ, ვიდრე გეგონათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. მეტად გამოავლინეთ გამომგონებლობა.
მერწყული
დილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ. მოერიდეთ სტრესულ სამუშაოს და ადამიანებს, რომლებიც ნერვებს გიშლიან. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.
თევზები
თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, გადაამოწმეთ. ნუ მოგერიდებათ და იკითხეთ, რაც გაინტერესებთ. საბედნიეროდ, ყველა ვარაუდი მალევე გაიფანტება. იყავით მიზნამიმართული გამარჯვებსა და წინსვლაზე.