"დაწიონ ასაკი 12 წლამდე და ვისაც შიშები და მაჯლაჯუნები არ აწუხებს, იმათ მაინც მოგვცენ აცრის საშუალება!" - თინა ხიდაშელი
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელმაც კორონავირუსი მძიმე ფორმებში გადაიტანა, სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინაციის საკითხს ეხება და წერს, რომ ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარი 12 წლამდე უნდა დაიწიოს.
"ხოდა დაწიონ ასაკი 12 წლამდე და ვისაც შიშები და მაჯლაჯუნები არ აწუხებს იმათ მაინც მოგვცენ საშუალება აცრის !!!", - წერს ხიდაშელი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში, ბოლო დღეეების განმავლობაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიც ცერცვაძე აცხადებს, ვაქცინას ვადა გასდის.