მედდამ, რომელიც კოვიდპაციენტებს უვლის, 20 000 ლარი მოიგო
თამარ ხუფენია მომენტალური ლატარია ,,შვიდიანის\'\' მაქსიმალური მოგების 20 000 ლარის მფლობელი გახდა.
მომგებიანი ბილეთი თამარ ხუფენიამ თბილისში შეიძინა. მოგებაც მისთვის დროული აღმოჩნდა.
თამარ ხუფენია წარმოშობით განმუხურიდან არის, 50 წლის მედდა ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში კოვდინფიცირებულ პაციენტებს უვლის.
"ახლა ცოტა შემცირებულია პაციენტების ნაკადი, სამი კვირის წინ საშინელება ხდებოდა, რასაც მე ვუყურებ ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ, იმედია, მალე გადაივლის ეს კოშმარი და ყველა ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით", - ამბობს მედდა.