"კიდე რა მტკიცებულებას ელოდებით?" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ყველა მაჩვენებლებით და ყველა მტკიცებულებებით (ნაკლებ ეფექტური ვაქცინების ჩათვლით) ვაქცინაცია არის უსაფრთხო" და საზოგაობას აცრისაკენ მოუწედებს.
- "დღე მსოფლიოში 6 მილიარდი დოზა კოვიდ ვაქცინა არის გამოყენებული 3.4 მილიარდ ადამიანზე
- თითქმის დედამიწის ნახევარი არის ვაქცინირებული
- კიდე რა მტკიცებულებას ელოდებით?
- ყველა მაჩვენებლებით და ყველა მტკიცებულებებით (ნაკლებ ეფექტური ვაქცინების ჩათვლით) ვაქცინაცია არის უსაფრთხო
- რავი, სტატისტიკა, მეცინიერება თუ იცი და უბრალოდ საღი აზრი თუ გაქვს ამას რაღა უნდა დაუმატო?" - წერს ექსპერტი.
შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.