თეგებით ძიება
24. 09. 2021 COVID - 19

"4 ოქტომბრიდან სკოლები უნდა გაიხსნას. ხომ უნდათ ბავშვებს განათლება?!" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აუცილები სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყება.

„თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის გამოყენების მაჩვენებელს, ახლა 34%-ია, მარტო პირბადით, ჩვენ დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. 1000 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე, ახალი გაანგარიშებებით კიდევ უფრო ნაკლებიც. ახლა ამბობენ უკვე, რომ 500 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე, ამიტომ მადლობა მათ, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ სხვებსაც მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ, აცრის გარდა ვერაფრით დავამთავრებთ ამ პანდემიას. 4 ოქტომბრიდან სკოლები უნდა გაიხსნას. ხომ უნდათ ბავშვებს განათლება?! აუცილებლად უნდა წავიდნენ სკოლებში, ვერ მიეჩვივნენ პატარები ონლაინ სწავლებას და პრობლემებია. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ აიცრათ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა