თეგებით ძიება
25. 09. 2021 COVID - 19

"ინტენსიური აცრები უნდა იყოს იმისთვის, რომ მეხუთე ტალღა, არ იყოს ისეთი მძიმე" - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე აცხადებს,რომ მოსახლეობა ოქტომბერ-ნოემბერში აიცილებლად უნდა აიცრან, რათა მეხუთე ტალღა მსუბუქი იყოს.

მომავალი სამი თვე უნდა იყოს ინტენსიური. ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისი გაქვს, ამიტომ ვთავაზობთ ადამიანებს ავიცრათ, აცრის გარეშე ამ ეპიდემიას ვერ დავასრულებთ - ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძე იმედოვნებს, რომ რთველის დასრულების შემდეგ კახეთში აცრების პროცესი გააქტიურდება - „გვპირდებიან ყველა შეხვედრაზე, რომ რთველის დასრულების შემდეგ, აცრის პროცესი უფრო გააქტიურდება“ - ამბობს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა