თეგებით ძიება
26. 09. 2021 COVID - 19

განახლდება თუ არა საკლასო ოთახებში სწავლა ოქტომბერში? - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება შესაძლებელია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე რეგულაციების დაცვასა და პირბადის ტარება.ზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან, მისივე თქმით, პედაგოგებისთვის, მთავარი რეკომენდაცია კვლავ ვაქცინაციაა.

„თანდათან, ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ, დამშვიდებისკენ მიდის. ბევრ რაიონსა და რეგიონში უკვე სიტუაცია ისეთია, რომ სწავლის დასწრებითი ფორმით დაწყება შეიძლება. დიდი პასუხისმგებლობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს. იმისთვის რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, თავად ოჯახი უნდა იყოს უსაფრთხო და აცრილი", - აცხადებს ამირა გამყრელიძე.

საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენა 4 ოქტომბერს იგეგმება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 956 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,44%-ია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 606,492 შეამთხვევა დადასტურდა, აქედან 8,817 ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა