თეგებით ძიება
26. 09. 2021 COVID - 19

აცრებთან მიმართებაში სტრატეგია უნდა შევცვალოთ - ამირან გამყრელიძე

უნდა შევცვალოთ სტრატეგია აცრებთან მიმართებაში. თუ აქამდე მოსახლეობა აქტიურობდა და თვითინ მოდიოდა ამცრელ პუნქტებში, ახლა პირიქით, უფრო აქტიურად ამცრელი პუნქტები უნდა მივიტანოთ მოსახლეობასთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, 500 000 სრულად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე.

"ამიტომ რაც მეტი ხანდაზმული, რაც მეტი ახალგაზრდა აიცრება, მით ნაკლები გვექნება სიკვდილიანობა. განსაკუთრებით გასააქტიურებელია აცრები. ბოლო ერთი კვირაა, აცრის მაჩვენებელი სერიოზულად მცირდება. გვაქვს 13 000 დღიური აცრა, როცა სექტემბრის საშუალო აცრა 20 000-ზე მეტია. ჩვენ ვგეგამვდით, სექტემბერში დღიურად 30 000-მდე აცრაზე ავსულიყავით, რათა სწრაფად მიგვეღწია საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის. სამწუხაროდ, ეს ვერ ხერხდება, დამყოლობა მცირდება და ახლა უნდა შევცვალოთ სტრატეგია აცრებთან მიმართებაში. თუ აქამდე მოსახლეობა აქტიურობდა და თვითინ მოდიოდა ამცრელ პუნქტებში, ახლა პირიქით, უფრო აქტიურად ამცრელი პუნქტები უნდა მივიტანოთ მოსახლეობასთან. უნდა გააქტიურდეს პირველადი ჯანდაცვა. გუშინ კახეთში ვიყავი. გვპირდებიან, რომ რთველის დამთავრების შემდეგ გააქტიურდება პროცესი. კახეთში ეპიდვითარება არ არის კარგი და აქტიური აცრები ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მთელ რიგ რეგიონებში. შედარებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს აცრების კუთხით თბილისში, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 40%-ზე მეტია აცრილი, ასევე არაუშავს აჭარაში, სადაც 30%-ზე მეტია აცრილი, დანარჩენი რეგიონები ჩამორჩებიან. ამ სამი თვის განმავლობაში გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვხვდებით რეგიონულ წარმომადგენლებს და ვთხოვთ, თითოეული სოფლისთვის იყოს მიკროდაგეგმარების გეგმა, ამ 90 დღის განმავლობაში თითოეულ დღეს თითო სოფელში რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს აცრილი, რომ მობილური ბრიგადებით მივიდეთ მოსახლეობასთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 956 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 პაციენტი გარდაიცვალა.

26 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 742 547 აცრაა ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 606,492 შეამთხვევა დადასტურდა, აქედან 8,817 ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა