"საქართველოში შემოტანილი “ფაიზერის” ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვს ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში "ფაიზერის" ვაქცინაზე საუბრობს და წერს, რომ უსაფრთხო და ეფექტურია.
"ფაიზერის" კოვიდვაქცინის შენახვის ვადა დღესდღეობით არის 10 თვე.
საქართველოში შემოტანილი “ფაიზერის” ვაქცინა არის:
- უსაფრთხო
- ეფექტური
- ხარისხისნი და რა თქმა უნდა
- არის ვადიანი
- უვადო ვაქცინის გამოყენებას ქრძალავს თვით მწარმოებელი
- ფაიზერის ვაქცინის შენახვის ულტრაცივ პირობებში აკონტროლებს თვით მწარმოებრლი
- Pfizer - ფაიზერის ვაქცინის ულტრა დაბალ ტემპერატურაზე (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე) შენახვის ვადა არის 6 თვე. ეს არის მწარმოებლის ოფიციალური ინსტრუქცია. ამერიკის წამლის სააგენტომ 2021 წლის 22 აგვისტოდან დაადგინა, რომ ფაიზერის ვაქცინის ვარგისიანობის ვადა გაზრდილია 6 თვიდან 9 თვემდე.
- პრაქტიკულად, ფაიზერის ყველა ვაქცინის ვარგისიანობა ითვლება შემდეგნაირად: წარმოების თარიღი + 9 თვეშენახვის პირობები (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე)
- ასევე, ულტრა დაბალი ტემპერატურიდან ნორმალურ, დაბალ ტეპერატურაზე (2°C-დან 8°C-მდე) ვაქცინა შესაძლოა, შენახულ იქნას 31 დღე.
დასკვნა: ფაიზერის ვაქცინა წარმოებიდან მოხმარებამდე/გამოყენებამდე შეიძლება, შენახულ იქნას 10 თვე", - წერს გიორგი ფხაკაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი.