"ფილტვებს ვმკურნალობთო ფილტვებს და 18-20 გრადუსში ჰყავთ პაციენტები რეანიმაციებში" - რას წერს ადამია მედპერსონალზე?
„ჯეო-ბარი 2007-ს“ გამარჯვებულ დეა ადამიას დედა კორონავირუსით გარდაეცვალა. დეა თავს პოსტში საუბრობს მედპერსონალის შესახებ და მათ აკრიტიკებს.
„ნაძირალების ხროვა! თურმე ბედნიერებას ანიჭებთ სიკვდილიანობის გაზრდილი სტატისტიკა საქართველოში… დასრულდა მკვლელების თარეში ჩემს წმინდა მიწაზე! ჩემს წმინდა სამშობლოში!
ფილტვებს ვმკურნალობთო ფილტვებს და - 18-20 გრადუსში ჰყავთ პაციენტები რეანიმაციებში… საცოდავ ხალხს შუქს არ უქრობენ არასდროს… წარმოიდგინეთ სულ სინათლეა და სულ ცივა… ამ დროს კი 100% ხისტი ჰაერი გეხეთქება ნიღბიდან… გიკეთებენ მუდმივად დამაძინებელს… ეს არის სრული შოკი… სადიზმის პიკი!!! და ამის მერე ინტუბაცია და შავი პარკი „ზმეიკიანი“…
ანუ სიცივე, 24-საათიანი სინათლე, ნიღაბი, ძილი, შიმშილი, წყურვილი, ექთნის ყვირილი (ექიმის კვირაში ერთხელ, აბა ისე სად ცცალია შემოსასვლელად ყავა ვინ მიირთვას მერე), ძილი, შიმშილი, წყურვილი, ძილი… ტკივილი, ძილი, შიმშილი, წყურვილი, ექთნის ყვირილი… ტკივილი… ტკივილი… ექთნის ყვირილი… უძლური ადამიანის ტირილი, ტირილი…. ძილი… ძილი… ძილი… და ამ ყველაფრით გადაღლილზე სხეულიდან გასვლა… შავი პარკი, უდიერად ჩაგდება, ზმეიკა… და სრული უპატრონობა… ეს არის მოკლე აღწერა კოვიდ რეანიმაციის…“ - წერს დეა ადამია.
შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი.