თეგებით ძიება

რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია - ლილუაშვილი სააკაშვილზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაცია პირველივე წუთიდან ჰქონდათ.

"რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია, რამაც განაპირობა ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან მსხვერპლი, გაურკვევლობა, აჟიოტაჟი და ა.შ. ასე რომ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა", - განაცხადა ილუაშვილმა "ტვ პირველთან".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ფარულად საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა