თეგებით ძიება

სააკაშვილი დაკავებულია - ირაკლი ღარიბაშვილი

სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრმიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგეზე განაცხადა.

„"მინდა ჩვენ საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და ის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი სრული კონტროლის ქვეშ იყო. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყ", - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განაცხადა, რომ ის საქართველოშია. ფაქტს შსს-ში მთელი დღის განმავლობაში უარყოფდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა