რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
რუსთაველზე მსვლელობით მივიდნენ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები, ამ წუთებში იმართება კაცების შოუს ფანების მარში.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერი. თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია დღეს რეგიონებშიც არის დაგეგმილი.
მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.