თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები გაიზარდა - როგორია ფასები
მიმდინარე წლის ნოემბერში თბილისში 3 560 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. ამის შესახებ კვლევას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
მიმოხილვის თანახმად, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, გაყიდული ბინების რაოდენობა 10%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო ჯამურად იანვარ-ნოემბრის ჭრილში წლიურად ტრანზაქციები 2%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ფასებს, ნოემბერში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი შეწონილი ფასი 1 247 დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 4%-იან ზრდაზე მეტყველებს.
ამავე პერიოდში ბაზრის მოცულობამ 290 მლნ დოლარი შეადგინა და წლიურად 15%-იანი ზრდა დააფიქსირა.