ზუგდიდი-მესტიის გზაზე რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს
მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში სამძებრო-დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ ცოლ -ქმარზე თავდასხმა ედებათ. ინფორმაციას "სვანეთის სათემო რადიო" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სოფელ ნაკრას ასახვევთან გატაცებული მანქანაა ნაპოვნი, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, სისხლის კვალი აღენიშნება. ასევე ნაპოვნია ცოლი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში, ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ეჭვმიტანილების ვინაობა, რომლებსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს, ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე {რაც ყაჩაღობას გულისხმობს} და 236-ე {რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს} მუხლებით მიმდინარეობს.