სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის ტესტი - კელი დეგნანი
ბატონი სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის ტესტი, - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დედგნანი ექსპრეზიდენტის დაკავებას.
დიპლომატის განცხადებით, ისინი დააკვირდებიან, რომ ამ საქმის მსვლელობა კანონმდებლობისა და საერთაოშიროსო ვალდებულებების შესაბამისად წარიმართოს.
"ბატონი სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის ტესტი. დავაკვირდებით, რომ საქმის მსვლელობა წარიმართოს მიუკერძოებლად და ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განაცხადა დეგნანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ფარულად საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.