თეგებით ძიება

"გადასატანი ყუთი უკან მოიტანეს და… გახსნეს! დასველდაო და საკონტროლო ფურცელი უნდა გავაშროთო. ფეჩთან გააშრეს და მერე უკან ჩადეს"მარია დარჩიევი

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრის, მარია დარჩიევი მთაწმინდაზე, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ ინციდენტზე სოციალურ ქსელში წერს.

"წარმოუდგენელი ამბავი გვაქვს მთაწმინდის ოლქის 34-ე უბანზე (ოქროყანა)
12:07 საათზე დამკვირვებელმა შეგვატყობინა, რომ გადასატანი ყუთი უკან მოიტანეს და… გახსნეს! გზაში დასველდაო და საკონტროლო ფურცელი უნდა გავაშროთო. ფეჩთან გააშრეს და მერე უკან ჩადეს
წლებია არჩევნებს ვაკვირდები და მსგავსი რამ არ მახსოვს", - წერს მარია დარჩიევი ფეისბუქზე.

დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა