თეგებით ძიება

თინა ბოკუჩავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულებს.

ბოკუჩავა სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას შემდეგ მივიდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისგან დაწესებულებაში შესვლის ნებართვა მიიღო.

„როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი იმ წერილში ამბობს, რომელიც გამოქვეყნდა, ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებასთან ერთად მისი გათავისუფლება იქნება ავტომატური. ჩემი აზრით, მისმა თავგანწირვამ უნდა მისცეს თითოეულ ჩვენგანს მაგალითი იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე მივიდეს საარჩევნო ყუთთან. დღეს მართლაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და და პრეზიდენტი სააკაშვილის თავგანწირვამ, ჩემი აზრით, ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ბრძოლა არის დღეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ფარულად საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა