თეგებით ძიება

სააკაშვილმა საზღვარი ტრაილერით გადმოკვეთა, ექსპრეზიდენტი სავინტილაციო კაბინაში იმალებოდა - ახალი დეტალები

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი ტრაილერით გადმოკვეთა - ექსკლუზიურ ინფორმაციას cnews.ge ავრცელებს.

კერძოდ, გამოცემასთან კონფიდენციალური წყარო ყვება, რომ სააკაშვილი მთელი გზა მანქანის სავინტილაციო კაბინაში იჯდა.

ამასთან, წყარო ტრაილერის მძღოლის ვინაობასაც ამხელს და ამბობს, რომ ის ელგუჯა ცომაიაა, რომელიც სოხუმშია დაბადებული და აბაშაში ცხოვრობს.

„სახლიც, სადაც მიშა დააკავეს, ელგუჯას ეკუთვნის“, - აცხადებს გამოცემასთან წყარო.

წყაროს ინფრომაციითვე, ელგუჯა კარგა ხანია, ტრაილერის მძღოლია და საქართველოდან უკრაინაში მწვანილს ეზიდება.

„მიშა საქართველოში სწორედ ელგუჯას ტრაილერით შემოვიდა და მთელი გზა მანქანის სავინტილაციო კაბინაში იჯდა. ტრაილერი ფოთში შემოვიდა, სადაც ელგუჯამ მანქანა გამოიცვალა და კუთვნილი მსუბუქი ავტომობილით სააკაშვილი ბათუმში წაიყვანა. ვიდეოები, რომლებიც მიშამ გამოაქვეყნა, სწორედ წინა საღამოს, ბათუმშია გადაღებული, თუმცა ჩემი ინფორამციით, სოციალურე ქსელში ეს ვიდეოები თბილისიდან ატვირთა,“ - ყვება წყარო.

ამასთან, წყარო ამბობს, რომ ელგუჯა ცომაიას უკრაინელ სამართალდამცავებთან პრობლემები ადრეც ჰქონდა.

შეგახსენებთ: დღეს, შსს-მ იმ ბინის პატრონი დააკავა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, თუმცა ძალოვანებს დაკავებულის ვინაობა არ გაუხმაურებიათ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ფარულად საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. სააკაშვილს საქართველოში 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

cnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა