თეგებით ძიება

საცობი რიკოთზე - მოძრაობა შეზღუდულია

რიკოთის უღელტეხილზე საცობია, რის გამოც გადაადგილება შეფერხებულია. ფაქტის ამსახველ ფოტომასალას "ტვ პირველი"ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, არის ვარაუდი, რომ საცობი განგებ გამოიწვიეს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155 -ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიმდინარეობს ერთ ზოლზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა