თეგებით ძიება

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა დედაქალაქში, არ ვთვლი, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში - ზურაბ ჯაფარიძე

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა დედაქალაქში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, - ასე აფასებს "გიჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დღეს საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს.

მისი განმარტებით, ახლა მნიშვნელოვანია , რომ დილამდე ყველა ხმა იქნას დაცული და შედეგების გაყალბება არ მოხდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა დედაქალაქში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. ის, რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში და რაც დღეს ხდებოდა, ცალსახად მიანიშნებდა იმას, რომ არჩევნები ყალბდებოდა მასობრივად და ბევრი ამის ფაქტები არსებობს. მათ შორის ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა და ასე შემდეგ. რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, მგონი ყველასთვის იყო ნათელი და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც დასავლეთიდან არიან ჩამოსულები და არა ბელარუსიდან და უკრაინიდან, ისინი შესაბამის შეფასებას გააკეთებენ. ახლა მნიშვნელოვანია დილამდე დავიცვათ ყველა ხმა, რომ არ მოხდეს კიდევ რაღაცების ჩასწორება და შედეგების გაყალბება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგებით კანდიდატებისა და პარტიების რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა