თეგებით ძიება

როგორია პარტიული რეიტინგები სხვადასხვა კვლევის მიხედვით?

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ტელევიზიების დაკვეთით, სხვადასხვა კვლევის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია.

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები, 17 საათის მონაცემებით, ასეთია:

ქართული ოცნება - 38,6%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 33 %
საქართველოსთვის - 7,6 %
გირჩი - მეტი თავისუფლება - 4,8 %
ლელო - 4%
ხალხისთვის - 2%
გირჩი - 1,6%
მოქალაქეები - 1,1%
ევროპული საქართველო - 1,0 %
ლეიბორისტული პარტია - 1,0%
პატრიოტთა ალიანსი - 0,9%
მესამე ძალა - 0,8%

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში საქართველოს მასშტაბით, 18:00 საათისთვის ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო N41 - 46%;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 33%

საქართველოსთვის - N25 - 6%

ევროპული საქართველო N2- 2%

გირჩი - მეტი თავისუფლება N45- 2%

ლელო N9 - 2%

მესამე ძალა N1 - 1%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 18:00 სააათისთვის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 47,6%

„ნაციონალური მოძრაობა“ - 27,1%

„საქართველოსთვის“ - 6,8%

„ლელო“ - 2,8%

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2,8%;

„ევროპული საქართველო“ - 2,6%;

„ლეიბორისტული პარტია“ - 1,8%;

„პატრიოტთა ალიანსი“- 1,6%;

„მესამე ძალა“ - 1,3%;

„მოქალაქეები“ -1%;

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ - 0,9%

სხვა - 3,7%


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა