თეგებით ძიება

"არ ვიცი, გაყალბებული დაერქმევა თუ არა ამ არჩევნებს, მაგრამ მზადების პერიოდშივე რომ აყალბებდნენ ხელისუფალნი, ამაში ეჭვი არავის ეპარება" - ლამარა აბჟანდაძე

ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე დღეს გამართულ თვითმმართველობის არჩვენებს სოციალურ ქსელში აფასებს.

"დღეს არჩევნებია. მედიის მთელი ყურადღება მიმართულია არჩევნებისაკენ. მეც, როგორც რიგითი მოქალაქე წავედი არჩევნებზე. სულ 2წთ-ით შევჩერდი 22-ე სკოლის, სადაც საარჩევნო უბანია, წინ. ამ 2 წთში შევნიშნე, რომ ერთიდაიგივე პიროვნებები ჩქარი ნაბიჯებით მიმოდიოდნენ ამ უბნის წინ. არ ვიცი რა ამოძრავებდათ, მაგრამ ეჭვი გამიჩნდა ოცნების აქტივისტები იყვნენ. მთელ ამ საარჩევნო მზადებისას იმდენი ილაქლაქეს, სიძულვილი და ბოღმა დაანთხიეს ოპოზიციის თავზე, რომ დღეს უკვე მათი გამოსვლები ყელში ამოუვიდა ხალხს. ახლა ველოდები არჩევნების შედეგებს. არ ვიცი გაყალბებული დაერქმევა თუ არა ამ არჩევნებს, მაგრამ მზადების პერიოდშივე რომ აყალბებდნენ ამ არჩევნებს ხელისუფალნი ამაში ეჭვი არავის ეპარება", - წერს აბჟანდაძე.

დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგებით კანდიდატებისა და პარტიების რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა