თეგებით ძიება

"არჩევნებმაც აჩვენა, რომ ჯერ ისევ უმწიფარი, ინფანტილური საზოგადოება ვართ" - გოგა ჩანადირი

"თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნებმაც აჩვენა, რომ ჯერ ისევ უმწიფარი, ინფანტილური საზოგადოება ვართ და მომავლისკენ ცქერა არ შეგვიძლია", - ასე ეხმაურება ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და ხმის მიცემის პროცესში განვითარებულ მოვლენებს.

"ჯერ კიდევ არ გვინდა, რომ გადაწყვეტილება ამომრჩევლებს მივანდოთ და არა მანიპულაციებს, ადმინისტრაციულ რესურსებს, მოსყიდვას, აყალ-მაყალს.

ვერაფრით შევიგნეთ, რომ არჩევნების შედეგებს განსაზღვრავს ამომრჩეველთა გადაწყვეტილება და არა ხელისუფლება, ოპოზიცია, ან საარჩევნო ადმინისტრაცია.

ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ვერ ვეგუებით ხელისუფლების დათმობას. ასევე, ხელისუფლებაში მოსვლის დაუძლეველი წყურვილი გვაქვს, რომელსაც არა ხალხისა და ქვეყნის ინტერესები, არამედ პირადი ზრახვები აჩენს", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე.

2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა