თეგებით ძიება

"ჩვენი ვალია მიშას მალე გათავისუფლება! ხალხის ნებას ვერაფერი ვერ შეაჩერებს" - ლევან ვარშალომიძე

ჩვენი ვალია მიშას მალე გათავისუფლება!, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე სოციალურ ქსელში წერს.

"თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელმა, მიხეილ სააკაშვილმა, როცა ყველაზე მეტად გაუჭირდა ჩვენს ქვეყანას, როგორც ნამდვილმა ლიდერმა და პატრიოტმა, პირადი თავგანწირვის მაგალითი მისცა ხალხს! ახლა ჯერი ჩვენზეა, საზოგადოებაზე! ჩვენი ვალია მიშას მალე გათავისუფლება! ხალხის ნებას ვერაფერი ვერ შეაჩერებს!", - წერს ვარშალომიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართველმა სამართალდამცველებმა პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ამჟამად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა