7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
სხვებზე ადრე დაინახავთ სამიზნეს და თქვენ გახდებით სწორედ კოლეგების შთაგონების წყარო, ახალი იდეებით და გონივრული სვლით. ახლა არ არის მოდუნების დრო.
კურო
შესაძლებელია მიიღოთ ახალი ინფორმაცია ან მოგაწოდონ წინადადება, რომლის პერსპექტიულობაც მოკლე დროში გამოჩნდება და საკმაოდ დიდი ჰორიზონტები გადაიშლება თქვენს წინ.
ტყუპები
შესაძლოა მნიშნელოვანი ცვლილებების დღე იყოს, ფინანსური და პარტნიორული პრიორიტეტების კუთხით. იყავით ობიექტური, რათა მიაღწიოთ ურთიერთგაგებას ახალ პარტნიორებთან.
კირჩხიბი
საუკეთესო დროა გათავისუფლდეთ უსარგებლო, არაფრისმომცემი კავშირებისა და ურთიერთობებისგან. თუ მეტ ყურადღებას გამოიჩენთ კომუნიკაციებისა და საუბრის დროს, ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ და გაცილებით იოლად მიაღწევთ მიზანს.
ლომი
თქვენი აქტიურობა დღეს შედეგიანი და სარგებლიანი იქნება, შესაძლოა პარტნიორებმა ახალი შემოთავაზებით მოგმართონ. ნუ დაბრკოლდებით, ცვლილებები შედეგიანი იქნება.
ქალწული
შანსი გექნებათ ახალი საქმე წამოიწყოთ, ან აწარმოოთ სასიკეთო მოლაპარაკებები, შესაძლოა გაუმჯობესდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ცხოვრებისეულ პირობები.
სასწორი
ახალი ნაცნობობა უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე თავიდან წარმოიდგენთ. შეგიძლიათ თამამად და გაბედულად იმოქმედოთ. შესაძლოა ეს თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი იყოს.
მორიელი
შეიტანეთ სიახლეები თქვენს გარემოცვაში, იზრუნეთ საკუთარ იმიჯზე, გარეგნობაზე. გაინებივრეთ თავი ახალი სამოსითა და აქსესუარებით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
მშვილდოსანი
მოულოდნელი ცვლილებებია მოსალოდნელი ახალი, გავლენიანი ადამიანებისგან. შესაძლოა მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ, გამოიჩინეთ დიპლომატია და დაიცავით დისციპლინა.
თხის რქა
დიდი აქტიურობის პერიოდი დიდ ნერვიულობას მოგიტანთ გარე ფაქტორები ნეგატიურ დაღს დაასვამს პირად ურთიერთობებსაც, დაზოგეთ თქვენი ძალები, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
მერწყული
გათავისუფლდით ყველაფრისგან რაც გაბრკოლებთ და ხელს გიშლით წინსვლაში. გადაერთეთ თქვენს ნაოცნებარ საქმეებზე და გაბედულად განაცხადეთ თქვენი მიზნები და სურვილები.
თევზები
იზრუნეთ ჰარმონიული, მშვიდობიანი გარემოს შექმნაზე, შეინარჩუნეთ კეთილგანწყობა გარშემომყოფთა მიმართ, მიუხედავად მათი კრიტიკული შენიშვნებისა. მალე ყველაფერი დალაგდება.