თეგებით ძიება

"შეიძლება დაირღვევს მშვიდობა...„აყირავედეს“ დალაგებული სიტუაცია" - ასტროლოგის პროგნოზი

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში უახლოესი ერთი თვის ასტროლოგიურ პროგნოიზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"დღეს, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:06 საათზე ახალმთვარეობაა. მთვარე უერთდება არა მხოლოდ მზეს, არამედ მარსსაც და და ეს ხდება სასწორის მე-14 გრადუსში.

უახლოესი ერთი თვე:
იოლად შეიძლება დაირღვევს წონასწორობა (მშვიდობა);
ვერ მოხერხდეს შეთანხმება (ან დაირღვეს შეთანხმება);
დალაგებული სიტუაცია „აყირავედეს“;
მატულობს კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა;
გლობალურ დონეზე მატულობს პოლიტიკური კრიზისების, პროვოკაციების და შეიარაღებული დაპირისპირებების ალბათობა.
ეს ახალმთვარეობა - ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ცხადია, სასწორებისთვის, ასევე ვერძებისთვის, კირჩხიბებისთვის და თხის რქებისთვის.
ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში დატვირთული აქვს ვერძის, კირჩხიბის, სასწორის და თხის რქის მე-13, მე-14 და მე-15 გრადუსები.
დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება.
გისურვებთ სიმშვიდეს და ჰარმონიას! ", - წერს ასტროლოგი რამაზ გიგაური.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა