თეგებით ძიება
09. 10. 2021 COVID - 19

კორონავირუსით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 814 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 29 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 38 042 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 889, „პისიარ“ ტესტით – 14 153.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,48%, ბოლო 14 დღის – 5,94%, ბოლო შვიდი დღის – 7,01%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 631 563 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 598 468 გამოჯანმრთელდა, 9 221 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 862 753 აცრა, დღიურად აცრილია 9 457.

კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 203 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 667 პირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა