თეგებით ძიება

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები, გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა