საქართველოში 1 871 116 ადამიანია კოვიდვაქცინირებული
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის მონაცემებით ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 871 116 აცრა.
მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 000 102 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.2 %-ია;
სრულად ვაქცინირებულია 871 014 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 30.5 %-ს შეადგენს.
9 ოქტომბერს 6 964 ადამიანი აიცრა.